უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 25.06.2012 18:05

გურჯაანის რაიონში, ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც.

ამ დროისათვის დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „BMW"-ს მარკის ავტომანქანა და „ფორდის" მარკის კერძო სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ. სამარშრუტო ტაქსში ცოლ-ქმარი, მსუბუქ ავტომანქანაში კი ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

ექიმების განცხადებით, ავარიის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არცერთ დაშავებულს არ მიუღია.