უკან

საზოგადოება

13 ივნისი, 2017 14:30
font-size

ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატის მიმართ კონტროლი მკაცრდება

ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატის - ბუპრენორფინ-ნალოქსონის მიმართ კონტროლი მკაცრდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, ცვლილება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ბრუნვისთვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შედის.

შესაბამისი ცვლილებების კანონმდებლობაში შეტანა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით არის ინიცირებული. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

ინიციატივა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სწორედ ზოიძემ წარადგინა.

მისი თქმით, ბუპრენორფინ-ნალოქსონის სამედიცინო დანიშნულების გარეშე მოხმარების საზოგადოებრივი საშიშროების გამო, მიზანშეწონილია, რომ მის გამოყენებაზე უმოკლეს ვადაში დაწესდეს ბუპრენორფინის ანალოგიური კონტროლის ზომები.

„შემოდის იმ დანიშნულებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული ჩანაცვლებით თერაპიაში. ძირითადად გამოიყენება კერძო პუნქტებში, სადაც ეს ჩანაცვლებითი თერაპია წარმოებს. სიროფის ფორმით არ არის და ტაბლეტირებულის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფრთხე საკმაოდ მაღალია. რადგან არ არის დაქვემდებარებული ამ კანონს, სამართალდამცავებს რეაგირება არ შეუძლიათ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა

16 თებერვალი, 2019 , 22:54

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. „მოსული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 20:32

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია. - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი2“ -თან საუბარში განაცხადა. ადვოკატი საპატრ

მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო

16 თებერვალი, 2019 , 19:25

თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გა

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2019 , 17:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფ

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეო

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს

16 თებერვალი, 2019 , 14:00

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი