უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
22 ივლისი, 2017 12:25
ჩაქვის გვირაბთან ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
მსუბუქი და „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.