უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ივნისი, 2018 16:50
font-size

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას და ის ადამიანებს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

,,კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში გავზარდოთ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების წილი. ამათგან მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ერთის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს.

უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ მათი ეკონომიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25, 30 პროცენტი მოკლებულია საშუალებას, რომ ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მოსაზრება მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისამსოფლიო ბანკის მიერ.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის მოსაზრება რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ. მხარდაჭერილია ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორის მიერ. ეს იქნება სწორედ ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ცვლილება თამაშის წესებში. ყველაფერი, რაც მოგახსენეთ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოს, როგორც საიმედო, კომფორტული და სტაბილური პარტნიორის იმიჯზე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლო ამოცანის შესრულება ნიშნავს საქართველოს უფრო ეფექტურ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში”,-განაცხადა მან.

საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი - ნათია თურნავა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტ

ევროკავშირის პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ - გიორგი ქობულია

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკ

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`