უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 აპრილი, 2018 17:05
font-size

ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ დოკუმენტზე მუშაობს - მამუკა ბახტაძე

ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მაისში შევა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივ ჩართვისას.

მისი თქმით, საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობა ძალიან სერიოზული და მტკივნეული პრობლემაა, გადაზრდილია ისეთ მასშტაბში, რომლის აღმოფხვრას სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა.

მინისტრმა განმარტა, რომ ჭარბვალიანობა არის მდგომარეობა, როდესაც მოქალაქეს სესხის მომსახურებაზე საკუთარი განკარგვადი შემოსავლის არაორდინალურად მაღალი ნაწილის გადახდა უწევს.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითია ის, რა მიზეზითაც ჭარბვალიანობა წარმოიქმნა. ხდებოდა დიდი ენერგიის ფოკუსირება იმაში, რომ მოსახლეობას მიეღო სესხები შემოსავლის დოკუმენტის გარეშე, რაც ერთგვარ მოდად და შემდეგ ტრენდად იქცა.

„ჭარბვალიანობა დაგროვდა საზოგადოებაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა წლების განმავლობაში. ეს არის მიუღებელი პრაქტიკა, მიუღებელი პრაქტიკა ევროპისთვის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ პრობლემას სჭირდება კონკრეტული გადაჭრის გზები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, რომელშიც გაწერილი იქნება რეგულაციები და კონკრეტული ზღვარი, თუ განკარგვადი შემოსავლის რა ნაწილს შეიძლება იხდიდეს მოქალაქე ვალდებულებების დასაფარად.

„ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ მაისში ეს დოკუმენტი შევა ძალაში, რომელსაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაფინანსების პოლიტიკის შემოღება. ეს აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში და ეკონომიკაში. დოკუმენტში დაფიქსირებული იქნება სესხის მომსახურების კოეფიციენტები. არ შეიძლება ადამიანი თავისი განკარგვადიშემოსავლიდან იხდიდეს იმ რაოდენობის თანხებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მოსახლეობაში არის დაფიქსირებული. სწრაფი და ონლაინ-სესხების შემთხვევაში, ეს პრობლემა კიდევ უფრო რთული და მტკივნეულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გარდა ამისა, დოკუმენტში დაფიქსირებული იქნება პროცედურები, რომლითაც არათუ შემცირდება ჭარბვალიანობა, არამედ სამომავლოდ მისი პრევენციაც მოხდება.

„ახალი რეგულაცია მნიშვნელოვანწილად გააკეთებს პრევენციას ჭარბვალიანობისპრობლემაზე, იქ ჩადებული ფილტრები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ საშუალო ვადაში დავიწყოთ და კონკრეტულად ეკონომიკაში ვიხილოთ ნაკლები ჭარბვალიანობის დონე“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებასთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი არ იქნება, რეგულაციები გამკაცრდება.

მისი თქმით, პირველადი დოკუმენტი საკმაოდ გამართულია, გაწერილია შემოსავლის რა პროცენტი უნდა მიდიოდეს კრედიტების პროცენტებისა და ძირი თანხის დაფარვაზე. ამასთან, მინისტრის განცხადებით, დაცულია ჯანსაღი ბალანსი ბიზნესის განვითარებასა და მოქალაქის ინტერესის დაცვასთან დაკავშირებით, რომ აღარ იყოს ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანი, თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს იხდის სესხის მომსახურებაზე.

„ჭარბვალიანობის თემა სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დოკუმენტი, რეგულაცია, ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჭარბვალიანობა შევამციროთ და მეორეს მხირვ, მოხდეს პრევენცია, რომ ეს პრობლემა მომავალში აღარ დადგეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 8 მლნ ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9738 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (

გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს. „ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რო

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. ამასთან, სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვე

მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ - ირაკლი ლექვინაძე

17 სექტემბერი, 2019 , 16:24

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1-ელი იანვრიდან დიზელის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს