უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ნოემბერი, 2016 14:15
font-size

ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტროტუარისა და ბაზალტის ბორდიურის მოწყობას. ჯამში, ჩარგლის ქუჩაზე, 45 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია. ამით წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სანიაღვრე სისტემითა და ასფალტის ახალი საფარით კეთილმოწყობილ ქუჩას ჩავაბარებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ჰამლეტ ჟიჟიაშვილი გაეცნენ.

ჩარგლის ქუჩის რეაბილიტაციას შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2 560 000 ლარია გამოყოფილი.

საკვანძო სიტყვები:

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!