უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2019 11:00
font-size

ჩაშლილი კენჭისყრისთვის პასუხისმგებლობა აკისრიათ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს - დევიდ კრამერი

დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება, – ამის შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროტესტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. არ შეიძლება, დღევანდელ შედეგში ოპოზიცია დაადანაშაულონ“, – ამბობს კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას და განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას და გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემთხვევაში არსებობს.

დევიდ კრამერი მოუწოდებს მხარეებს, შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს, სანამ „ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ“.

„სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“, – განმარტავს დევიდ კრამერი.

დევიდ კრამერის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 14:34

ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის

ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:50

ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი ს

არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 12:30

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით  ევროკავშირისკ

უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:27

გუშინდელს შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განმარტებით, „ოპოზიციამ უნდა დ

საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:58

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლო

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:51

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ  საქართველოს