უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ნოემბერი, 2017 11:45
font-size

ჩატაევი არ იყო ისეთი პირი, რომ საქართველოსთვის ცუდი გაეკეთებინა - უმარ იდიგოვი

„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის განცხადებით, ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა.

„დაახლოებით ორი თვის წინ მე დამიკავშირდნენ ჩატაევის ახლობლები და მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, მაგრამ მე ეს აღვიქვი, როგორც ხუმრობა. ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩატაევი ინტერპოლით იძებნება. საქართველოში თუ ჩამოვიდოდა, ეს საქართველოსთვის ცუდი იქნებოდა, რადგან საქართველო ფაქტობრივად ბეწვზე ჰკიდია. ჩვენ ძალიან ბევრი მტერი გვყავს, რომლებიც ელოდებიან მცირე პროვოკაციას, რომ აქ რამე მოხდეს. მე ვიცი რუსული პოლიტიკა, როგორ ელოდება, რომ რაღაც მოხდეს საქართველოში“, – თქვა იდიგოვმა გადაცემა „360 გრადუსში“.

იდიგოვის მტკიცებით, ჩატაევი საქართველოს ცუდს არ გაუკეთებდა.

„ახმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა. ალბათ ჩამოვიდა საქართველოში და იმედი ჰქონდა, რომ ნორმალური ცხოვრება ექნებოდა“, - აღნიშნა იდიგოვმა.

„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ პრეზიდენტისთვის საეჭვოა, რომ სამართალდამცავებს მოლაპარაკებები ეწარმოებინა ლიკვიდირებულ პირებთან. იდიგოვის მტკიცებით, ისინი შეთანხმებას მიაღწევდნენ.

„არ არსებობს, რომ მე ვერ ვიპოვო საერთო ენა ჩეჩნებთან. ეს აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა და მათი გათავისუფლებაც საშუალება იქნებოდა, არ მომხდარიყო ეს ტრაგედია. ისინი არ აპირებდნენ არაფერი ცუდის გაკეთებას საქართველოში. ამაში დარწმუნებული ვარ. ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ცხრასართულიან კორპუსში ბევრი მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს. მათ შეეძლოთ, მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლებად აეყვანათ და ულტიმატუმი წამოეყენებინათ. ეს არ მომხდარა. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები. მე არ მგონია ისინი ისეთი მოუმზადებლები ყოფილიყვნენ, რომ ეს არ შეეძლოთ. შეცდომა იყო ის, რომ ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა არ მისცეს საშუალება ადამიანებს, მოლაპარაკება ყოფილიყო ამ ხალხთან. ეს რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მათთან მოლაპარაკება. არ ვიცი, რატომ არ გააკეთეს ეს“, -თქვა იდიგოვმა.

მისი ინფორმაციით, ლიკვიდირებულთა ცხედრების გადმოცემა არ მოხდება.

„მთავრობასთან გვქონდა საუბარი, რომ არანაირი მოთხოვნა ცხედრების გადაცემაზე არ იქნება. გამოძიება აჩვენებს, ვინ ვინ არის. დაველოდოთ გამოძიებას და მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. გარდაცვლილთა ცხედრები ვის რაღაში სჭირდება“, -თქვა იდიგოვმა.

„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელისთვის უცნობია, ვინ იყო კიდევ 2 ლიკვიდირებული პირი.

ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი