უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ - მიხეილ გიორგაძე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებას და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდება.
რაც შეეხება ჩაწყობილი თამაშების თემას, გიორგაძემ აღნიშნა, რომ ამაზე აქტიურდ იმუშავებს.
„ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ზოგადად, საქართველო არის სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში“, - თქვა გიორგაძემ.
6 დეკემბერს ქართველი მსაჯი ილო ტუღუში მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ტუღუშის ოჯახი მის გარდაცვალებას ჩაწყობილ თამაშებს უკავშირებს.