უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მაისი, 2019 16:50
font-size

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვლება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

„ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებში არსებული ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება.

პირველ ეტაპზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მონაკვეთებზე. ასევე, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება: არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით და ბარნოვის ქუჩა, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, დიდი ტევადობის ავტობუსები N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვაკის მიმართულებით საბურთალოს გავლით იმოძრავებენ. გარდა ამისა, დროებით დამოკლდება N61, N87 და N140 ავტობუსების მარშრუტები. ხოლო, N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირთან დასაკავშირებლად კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩებს გაივლიან“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

21 მაისი, 2019 , 16:00

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შეს

განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

20 მაისი, 2019 , 17:49

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს