უკან

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

ჭავჭავაძის ცენტრისა და მისი პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ჭავჭავაძის ცენტრისა და მისი პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ჭავჭავაძის ცენტრი ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოში. ცენტრის მთავარ იდეას ქართული საზოგადოების ფუნდამენტური ტრანსფორმაცია წარმოადგენს, მოქალაქეობრივი განათლების, კრიტიკული აზროვნების გავრცელებისა და მოქალაქეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობით. ამ ხედვის არსებითი შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური პროცესის რაციონალიზაცია და მათი წარმართვა პრინციპით „ქვემოდან ზემოთ“, როდესაც დღის წესრიგს ადგენს მოქალაქე და არა ხელისუფალი.

ჭავჭავაძის ცენტრის მიზანია, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების განხორციელებით, ხელი შეუწყოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე-ცენტრისტული იდეების გავრცელებას.

აქვე გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კრებულის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ქართული თუ რუსული ოცნება? მხოლოდ ფაქტები“, რომელშიც მხოლოდ დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი: „ოცნების“ ლიდერთა პრორუსული რიტორიკა, 2008 წლის ომის დაწყება, პრორუსული ძალების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, რუსი ჯაშუშების, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი სპეცრაზმელებისა და დაზვერვის ოფიცრების მიმართ. კრებული არ არის ამომწურავი, თუმცა საკმარის მასალას შეიცავს იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ 2012 წლის შემდეგ წარმოებული რეალური პოლიტიკის კონტურები და დავსვათ ლოგიკური კითხვა - მართლაც ქართულია კი „ოცნება“?

ჭავჭავაძის ცენტრი მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ, წარადგინა. კრებული კი დამსწრე საზოგადოებას პროექტის ავტორმა, ზაზა ბიბილაშვილმა, გააცნო.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მედიის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე - საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მ

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი