უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 აპრილი, 2017 18:45
font-size

ჩეჩნეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მოკლულია 3, დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი - „ნოვაია გაზეტა“

როგორც რუსული პორტალი „ნოვაია გაზეტა“ წერს თავის სტატიაში „ღირსების მკვლელობა“, ჩეჩნეთში ერთი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი მამაკაცი დააკავეს მათი სავარაუდო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო. გახდა ცნობილი 3 დაკავებულის მკვლელობის შესახებ. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, ასევე ჩეჩნეთის ლგბტ-საზოგადოებაც.

დაკავებულებს შორის არიან როგორც მუსლიმური ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ორი ჩეჩენი ტელეწამყვანი.

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოტივით ხალხის დაკავება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2017 წლის მარტის დასწყისში რუსმა ლგბტ-აქტივისტებმა GayRussia.ru-ის პროექტის ფარგლებში შეიტანეს თხოვნა, რომ ჩრდილოკავკასიური ფედერალური ოლქის 4 ქალაქში გეი-აღლუმი ჩაატარონ. ამბავი მედიით გავრცელდა, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეორგოლები, სადაც მოუწოდებნდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მკვლელობისაკენ.

„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ამ მოვლენებით დაიწყო ჩეჩნეთში „პროფილაქტიკური წმენდები“, რაც მკვლელობებამდე მოიყვანა.

გარდა ამისა, „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, სხვადასხვა რუსული ლგბტ-ორგანიზაციები ( პროექტ GayRussia.ru-ის გარდა) ცხელი ხაზი შექმნეს, სადაც იღებენ ცნობებს ადამიანების დევნის ფაქტებზე და მზად არიან ხალხის ევაკუაციისთვის.

„ნოვაია გაზეტას“ განცხადებით, მედიასაშუალება მიმართავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რუსეთის გენერალურ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მიაწოდებს მოკლულების შესახებ მონაცემებს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რათა ექსჰუმაცია ჩაუტარდეთ მოკლულთა სიკვდილის მიზეზების დასადგენად.

ანა მებურიშვილი

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი