უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

14 ივნისი, 2017 18:50
font-size

ჩეხეთის სენატის დელეგაცია ხურჩაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა დელეგაციას გააცნო ეთნიკური ქართველების მდგომარეობა და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ჯარების შესახებ.

თავის მხრივ, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენელმა პეტერ კოლიბამ განაცხადა, ისინი ჩამოვიდნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ ვითარებას.

„ჩვენთვის წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ასეთი საზღვრების არსებობა. ჩეხეთი ყოველთვის და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს პეტერ კოლიბამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ჩართულობაზე და მწუხარება გამოთქვა, რომ ევროკავშირის მისია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ფუნქციონირებს.

დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი.

საკვანძო სიტყვები:

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის დროებითი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

14 ივნისი, 2018 , 12:55

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ტურისტული მიზნებით ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვი

მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში - ფედერიკა მოგერინი

13 ივნისი, 2018 , 11:10

ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებ

ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა

13 ივნისი, 2018 , 11:10

12 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა განხილვა თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ.  სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

13 ივნისი, 2018 , 10:35

12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“ ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

12 ივნისი, 2018 , 10:30

ევროპარლამენტი დღეს გამართავს დებატებს, თემაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.  ევროპარლამე

ასლან ჯიოევი ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადმოყვანილი - `ძალა ერთობაშია”- ს წევრები მის გამოკითხვას ითხოვენ

9 ივნისი, 2018 , 14:10

მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის, დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მოძრაობის წევრების თქმით, ასლან ჯიო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე