უკან
საზოგადოება
22 თებერვალი, 2023 16:45
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა - ირაკლი ღარიბაშვილი
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს.
ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა”, - აღნიშნავს პრემიერი.