უკან

მოზაიკა

8 ოქტომბერი, 2018 15:05
font-size

ჩეხური ფილმი, რომელიც საქართველოს სოფლად განვითარებას ასახავს, FAO-ს ოსირისის ჯილდოს მფლობელია

„ქვის კოშკების მიწა“ - კატერინა მიკულცოვას მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა თუშეთის რეგიონის შესახებ, სლოვაკეთის აგრო ფილმების 34-ე საერთაშორისო ფესტივალზე FAO-ს ოსირისის ჯილდო მიიღო. აგრო ფილმების ფესტივალს, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ეროვნული ცენტრი FAO-ს პატრონაჟით ატარებს. ის ყურადღებას ამახვილებს: აგრარულ, სასურსათო და სხვა სასოფლო-სამეურნეო თემებზე.

ფილმში, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინასური მხარდაჭერით შეიქმნა, მაყურებელს შეუძლია ნახოს თუ როგორ იწყებს მოძრაობას ცხვრის ფარა 300 კილომეტრიან მარშრუტზე, ზამთრის საძოვრებიდან საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრისკენ. ცხვრის მიგრაციასთან ერთად, ფილმში ამავდროულად ასახულია გზაზე არსებული კულტურული ძეგლები, სალოცავები, ციხეები და მოთხრობილია ადგილობრივ თუშთა ყოველდღიური ცხოვრება.

თუში მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჩეხეთის განვითარების სააგენტო რეგიონში არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს მზის პანელების დამონტაჟების პროექტი, რითაც ჩანაცვლდა ბენზინზე მომუშავე გენერატორები, ასევე, საფეხმავლო ბილიკების მარკირება და სხვა ინიციატივები, რამაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივთა ეკონომიკურ სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი.

ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი. საფესტივალო პროგრამას თან ახლდა საჯარო დისკუსიები და აგრარული ბაზრობა.

ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

18 აპრილი, 2019 , 13:38

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია

როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა

17 აპრილი, 2019 , 15:22

თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად  და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სააღდგომო სუფრის მორთვა-გაწყობა ერთგვარი სადღესასწაულო რიტუალია, რაშიც მთელ

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

17 აპრილი, 2019 , 13:39

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს

კომპანია Bentley გთავაზობთ პირველად იხილოთ ახალი FLYING SPUR

16 აპრილი, 2019 , 13:46

კომპანია Bentley - მსოფლიოში წამყვანი მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია - 2019 წელს წარმოადგენს, სრულიად ახალ ოთხ-კარიან გრან ტურერს (Gran Turismo) , რომელიც თავის თავში გააერთიანებს - დინამიკაზე, დახვეწილობაზე

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

11 აპრილი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია - საქართველო. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქარ

შავი ხვრელის პირველი ფოტო - ასტრონომიაში ახალი ეპოქა იწყება

10 აპრილი, 2019 , 17:50

საერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს. სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019