უკან
მსოფლიო
27 ნოემბერი, 2017 11:55
ჩელაბისნკში 9-სართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 2 ადამიანი
რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში 9-სართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სამს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
РИА Новости-ის ინფორმაციით, აღნიშნული შენობა საერთო საცხოვრებელს წარმოადგენს. დაახლოებით 90 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რომლებიც უახლოეს სკოლაში გადაიყვანეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ანა მებურიშვილი