უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 დეკემბერი, 2018 11:10
font-size

ჩემ წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა, სჯობს ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა - პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძემ სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ

„ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ის, რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოვიარე. ერის მოღალატედაც ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად, მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი ხნის მეგობრის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით.

აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვება და მისი მხარდაჭერის მადლიერი ვიქნები. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე და სხვათა შორის, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა კონცერტს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, არავის არ უთქვამს, რომ ტემირკანოვი და მისი ორკესტრი უკრავდა სააკაშვილისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთ დიდ ხელოვანებს, როგორიც იური ტემირკანოვია, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ქვეყნის პირველი პირები, განსაკუთრებულ პატივს სცემენ.

ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია. ვეღარაფრით ვეღარ გამაკვირვებს ვერცერთი „დიდი პატრიოტი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან.

მთელი ჩემი ცხოვრება როგორც შემეძლო ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ თავად შექმნან უკეთესი. და საერთოდ, ჩემ წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა, სჯობს ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. აღნიშნულ ფაქტს კრიტიკა მოჰყვა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი