საზოგადოება


ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებზეა - ბერა ივანიშილი
ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშილი ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით „ინსტაგრამში“ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ამჟამად პრობლემის მოგვარებაში დახმარების გზებს ეძებს.
„ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებზეა.
ამჟამად ვეძებ დახმარებისა და პროცესში მონაწილეობის გზებს. იქამდე კი მოდით გავზარდოთ გაცნობიერებულობა – გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს „სთორიში“.
ავსტრალიის ხანძრების შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძრების მიერ დამწვარი ტერიტორია. კლიმატის ცვლილება რეალურია“, – წერს იგი.
აქამდე, ბერამ გადარიცხა 1,1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის ტყის აღსადგენად.
ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებს. განადგურებულია ათასობით სახლი, დაღუპული არიან ადამიანები, აგრეთვე ხანძარს შეეწირა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი.
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45