უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
სამართალი
ჩემი ოჯახი ტერორის ქვეშაა - ირაკლი ფირცხალავას მეუღლე
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც ხვიტიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოძიებას წარუდგენს იმ ჩანაწერებს, სადაც მოწმე პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და ცრუ ჩვენების მიცემაზე საუბრობს.
"ვაპირებ, გამოძიებას ვუთხრა ყველაფერი. დასამალი არაფერი მაქვს. რაც ჩემგან იქნება თქმული, ყველაფერი სიმართლეა. ჩემი ოჯახი ტერორის ქვეშაა. უსინდისობაა ის, რასაც მე მაბრალებენ, რომ თითქოს იდაყვის ქვეშ 30 ათასი დოლარი მედო. იქიდან რომ გამოვალ, ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან სავარაუდოდ გაუთქმელობის პირობას ჩამომართმევენ. ყველანაირი დოკუმენტები გადავეცით ვისაც საჭიროა იმათ", - განაცხადა ნინო ხვიტიამ.
ცნობისათვის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ოჯახის ინფორმაციით, მათთან საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც მან გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და მსჯავრდებულები დანაშაულში ამხილა.
თავის მხრივ, მოწმე კობა გოგატიშვილი რაიმე სახის ზეწოლას პროკურატურის მხრიდან კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ზეწოლას მასზე ფირცხალავას ოჯახი ახორციელებდა. გოგატიშვილის ინფორმაციით ფირცხალავას ცოლი ნინო ხვიტია მას ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ 30 ათასი დოლარს და ქვეყნიდან გასვლაში დახმარებას დაპირდა. მოწმე ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, თუკი ის ჩვენებას არ შეცვლიდა.
ნინო ექვთიმიშვილი