უკან

მსოფლიო

30 აპრილი, 2018 16:30
font-size

ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში სრული კანონიერება იქნება დამყარებული - ნიკოლ პაშინიანი

„ამჟამად ჩვენი ამოცანა სოლიდარობის, ნორმალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნაა და ჩვენ ყველა საკითხს ამ თვალსაზრისით მივუდგებით“, -ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ პრემიერობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა განუცხადა. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყნაში „სრული კანონიერება“ იქნება დამყარებული

„გარანტიას ვაძლევ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სრული კანონიერება იქნება დამყარებული“, -თქვა პაშინიანმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების შტოების რეალური განცალკევების უზრუნველყოფა.

„არ შეიძლება, ერთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოსამართლე და პროკურორი. უფრო მეტიც, როცა ასეა საქმე, აქედან იწყება პრობლემები“, - თქვა პაშინიანმა.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის საკითხს, პაშინიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლებას. პრემიერობის ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის გაეცნობა უსაფრთხოების სფეროში არსებულ სიტუაციას.

მან დაამატა, რომ „აზერბაიჯანის პოზიცია არაკონსტრუქტიული და აგრესიულია“ და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ოფიციალური ბაქო ერევნის დაპყრობაზე საუბრობს, სომხეთის მიზანია ჯარისა და სამხედრო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში. პაშინიანის თქმით, ყარაბაღის საკითხზე მომუშავე ეუთოს „მინსკის ჯგუფმა“ უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკებათა გაგრძელება, რათა აზერბაიჯანმა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და დიალოგს დაუბრუნდეს.

კითხვაზე, თქვა თუ არა მისმა გუნდმა უარი სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხის წამოწევაზე, პაშინიანმა უპასუხა, რომ „როცა ოპოზიციის როლში გამოდიხართ და ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, განიხილოს ეს საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, მსგავსი საკითხის წამოწევა არის ერთ-ერთი საშუალება არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზების განსახილველად. როცა ხელისუფლებაში ხართ, წარმოადგენთ ხელისუფლებას, გაქვთ საკუთარი პრობლემების დოკუმენტირების შესაძლებლობა, დადიხართ და მსჯელობთ პარტნიორ ქვეყნებთან და მოთმინებით აგვარებთ ყველა საკითხს დიალოგის ატმოსფეროში. და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებების შემთხვევაში მივიღებთ დადებით, პოზიტიურ შედეგებს“.

ფრაქცია „ელქმა“ პაშინიანი თავის კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინა. ასევე გახდა ცნობილი, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ერთხმად მხარს დაუჭერს „ცარუკიანის“ ბლოკი, რომელიც ადგილობრივ პარლამენტში 31 დეპუტატითაა წარდგენილი. თავად ფრაქცია „ელქს“ 9 მანდატი აქვს. სომხეთის ეროვნულ კრებაში სულ 105 დეპუტატია.

ცნობისთვის, ხვალ სომხეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე უნდა აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი.

პოლიტიკურ ძალებს პრემიერობის კანდიდატების წარდგენა დღის ბოლომდე შეუძლიათ.

23 აპრილს ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა პრემიერის თანამდებობა დატოვა საპროტესტო აქციების ფონზე. საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში 13 აპრილს დაიწყო.

პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოების დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა - FAO-ს გენერალური დირექტორი

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა,- ამის შესახებ FAO-ს გენერალუ

“ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია” - აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ

27 ოქტომბერი, 2020 , 11:00

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული

27 ოქტომბერი, 2020 , 11:00

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად გამოწვეულ დაავადებას მილიონ 152 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი&ldqu

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ &ld

სომხეთი: კორონავირუსის 2 306 ახალი შემთხვევა 10 გარდაცვლილი პაციენტი

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა. მათ შორის 1

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი, 2020 , 16:45

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მ