უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ჩემი რა ბრალია, ისინი თუ დაგამხობენ თავზე, მე გამეცით პასუხი, ნუ მწამლავთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის მხოლოდ მისი შვილის საქმის გამოძიებას და ხელისუფლების აღიარებას ითხოვს, რომ თემირლანი მოკლეს.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ კორექტულად ვისაუბრო, მწყობრიდან არ გამოვიდე, პატივი გცეთ თქვენც და მთელ საქართველოს. თემირლანის ოჯახში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა ეს ყველაფერი. არ არის თემირლანი დამნაშავე, არ არის თემირლანი ეჭვმიტანილი. თვითონ სუს-ში, შსს-ში, პროკურატურაში, იმაზე საუბრობენ, რომ კი, არ იყო დამნაშავე, ჩავიდინეთ შეცდომა, მაგრამ ამ ყველაფრის მედიისა და ხალხის წინაშე აღიარება არ შეგვიძლია, ნაციონალები თავზე დაგვამხობენ ამ ხელისუფლებასო. ჩემი რა ბრალია, ისინი თუ დაგამხობენ თავზე, მე გამეცით პასუხი, ნუ მწამლავთ" - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.