უახლესი ამბები
- 22.09.2023 18:04ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
- 22.09.2023 17:53უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
- 22.09.2023 17:31კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
- 22.09.2023 17:26ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 17:21ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
- 22.09.2023 17:141 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა
- 22.09.2023 16:52სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 16:22თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
- 22.09.2023 15:51ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
- 22.09.2023 13:24საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
არქივი
პოლიტიკა


ჩემი რჩევა იქნებოდა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ - მარინა კალიურანდი
როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები ევროპარლამენტის წევრების მიმართ, ეს ციდან არ მოგვაქვს, არის კონკრეტული განცხადებები თქვენი ლიდერშიპისგან, რომელსაც ვიღებთ აქ, ბრიუსელში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კალიურანდმა აღნიშნული განცხადებით ქართველ დეპუტატებს უპასუხა.
„როდესაც ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი თქვენი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ მისცა 20 მარტს, სადაც ის ამბობდა, ვციტირებ: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს უნდა მიხედოს. რატომ გვკარნახობენ, რა უნდა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ეს საქართველოს პრემიერის სიტყვებია. თუ გსურთ, ორი ფურცელი მაქვს ციტირებების და სიამოვნებით გავაგრძელებ, გნებავთ ყველა ციტატის მოსმენა? და როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები ევროპარლამენტის წევრების მიმართ, ბრალდებები საპარლამენტო ფრაქციების მიმართ და სხვა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, ეს ციდან არ მოგვაქვს. არის კონკრეტული განცხადებები თქვენი ლიდერშიპისგან, რომელიც გვესმის და რომელსაც ვიღებთ აქ, ბრიუსელში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, თუ დღევანდელ დებატებს საქართველოში პოლარიზაციისკენ მივყავართ, ჩემი რჩევა იქნებოდა – სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ“, – განაცხადა კალიურანდმა.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
22 სექტემბერი, 2023 , 17:53
ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
22 სექტემბერი, 2023 , 17:21
ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
22 სექტემბერი, 2023 , 15:51
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
21 სექტემბერი, 2023 , 17:07

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე
21 სექტემბერი, 2023 , 15:02

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა
21 სექტემბერი, 2023 , 14:45