უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2017 13:55
font-size

ჩემი საქმიანობა გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებულია - იან კელის პასუხი ტრისტან წითელაშვილს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას უპასუხა, რომლის თანახმად „აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში“ ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა.

იან კელის განცხადებით, მისი საქმიანობა საჯარო და გაშუქებულია. რაც შეეხება პანკისის ხეობას, ელჩის თქმით, ის იქ მხოლოდ ერთხელ ჩავიდა, ისიც ნახევარი საათით, ხოლო ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაა.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ამ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გავცე პასუხი. პანკისის ხეობაში ვიყავი ერთხელ და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ალბათ, სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებული. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და საქართველოს განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", - განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ტრისტან წითელაშვილი იყო.

საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი tv-ის გავრცელებულ ვიდეოში წითელაშვილმა ამერიკის ელჩი დაადანაშაულა, რომ კელი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა.

ანა მებურიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი