რეგიონები
ჩემი შვილის მკვლელი მინდა დაისაჯოს - დემურ სტურუას დედა
სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის გამოკითხვა სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში გუშინ ღამით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა, ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას ყველა ის კითხვა გააცნო, რომელიც შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა.
,,რაც მქონდა კითხვები გამოძიებასთან, წერილთან, ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ყველა კითხვა განიხილეს და ყველაფერს მიხედავენ. მე მაინტერესებს სიმართლე. ჩემი შვილის მკვლელი მინდა დაისაჯოს’’, - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
დემურ სტურუას დედის ხელახლა დაკითხვის მიზეზი მისი გუშინდელი განცხადება გახდა საქმის გადახედვასთან დაკავშირებით. ის არ გამორიცხავს, რომ თვითმკვლელობამდე მისი ვაჟი არა ყოფილმა პოლიციელმა, გოდერძი თევზაძემ, არამედ სხვა პირმა მიიყვანა და წერილიც ამ უკანასკნელმა მუქარით დააწერიანა.
ნინო ექვთიმიშვილი