უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ოქტომბერი, 2016 16:15
font-size

ჩემი ვერსიით, ,,კრწანისის“ ბაზაზე ეს პირები წმინდა საყოფაცხოვრებო მიზნით შევიდნენ - ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალ ,,არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილის ემხრობა ვერსიას, რომ კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე შესული პირები ობიქტზე მეგობრის სანახავად ან სხვა უწყინარი მიზნით მივიდნენ და არა თავდასხმის მოტივით.

ამის შესახებ ალადაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არ არის რთული გამოსაძიებელი საქმე.

,,არ უნდა მოხდეს სკანდალის ძებნა იქ, სადაც არ არის. იყო მცდელობა ეს დაეკავშირებინათ პოლიტიკური ამბებისთვის. მე მგონი, ყველაფერი უფრო მარტივადაა - იმ გასასვლელით ღობეში სხვებსაც უსარგებლიათ ეტყობა და იცოდნენ ეს გზა. ეტყობა, სხვა დროს ამის პრობლემა არ იყო გუშაგთან, მაგრამ ამჯერად, ასე არ მოხდა. რთულია ავტომატით დგომა ღამე, როდესაც გელანდება, რომ ვიღაც შეიძება თავს დაგესხეს და ავტომატის წასართმევად მოგკლას. ამ დროს, ყოველთვის არის გუშაგი დაძაბული“, - განაცხადა ალადაშვილმა და დასძინა, რომ გუშაგის მოვალეობაა, ობიექტის დაცვისას მასთან მიახლოების უფლება საგუშაგოს უფროსის გარდა არავის მისცეს, თუნცაც ეს თავდაცვის მინისტრი იყოს.

რაც შეეხება კითხვებს, თუ რატომ იპოვეს დაღუპული რამოდენიმე საათის შემდეგ და საგუშაგო პოსტის მოშორებით, ალადაშვილმა განმარტა, რომ შესაძლოა დაღუპვამდე, დაჭრილი გადაადგილდა. ტერიტორიის დათვალიერებამდე კი სიფრთხილე იყო საჭირო, რადგან ადგილის დანაღმვის ან სხვა საფრთხეები შეიძლება ყოფილიყო. ალადაშვილის თქმით, საინტერესოა, როცა გამოძიების საწყის ეტალზე დეტალური ინფორმაცია გავრცელდა, რატომ არ დააკონკრეტეს, რა ტიპის პისტოლეტი იქნა ნაპოვნი შემთხვევის ადგილზე.

,,ამბობენ, რომ აღმოაჩინეს 5 მასრა ავტომატის. როცა ისვრიან, მასრა გვერდზე ავრდება და ეტყობა მასრები ეგდო გუშაგის გვერდით, საიდანაც ისროლა. რაც შეეხება პისტოლეტზე საუბარს, რატომღაც არ აკონკტრტებენ რა ტიპის პისტოლეტი იყო და მე ეს მიკვირს, თუ ამდენი ითქვა გამოძიების პირველ ეტაპზე, ბარემ დააკონკრეტონ ნამდვილია, გაზისარის თუ რა არის“, - განაცხადა ალადაშვილმა და აღნიშნა, რომ უმჯობესია ასეთ ობიქეტებს ვიდეოკამერებითა და სიგნალიზაციით აკონტროლებდნენ, თუმცა ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

21 ნოემბერი, 2018 , 18:20

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთა

თამარ გუდავა - მესამე სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორიგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით გაკეთებული გან

მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

კულტურის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, კვლავ მძიმეა. ყოფილ მინისტრს მოტეხილი აქვს 12 ნეკნი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. "იმყოფებოდა კვლავ მართვით სუნთქვაზე. მ

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგისას ტექდათვალიერების ცენტრებში ქრთამის შეთავაზების ფაქტები დაფიქსირდა - ეკა ლალიაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირ

სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ დილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე, დილის 07:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების სიჭარბე იწევს - ეკა ლალიაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, მიღებული შედეგების მიხედვით, თბილისში ჰაერი შედარებით სუფთაა დილის 03:00-დან 07:00 საათამდე. ლალიაშვილმა ავტომობი

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ეს ადამიანები ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე - გიორგი გახარია

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`