უკან

პოლიტიკა

25 ივლისი, 2016 15:19
font-size

ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა - გიორგი მარგველაშვილი

დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა, ეს იყო იმიტაცია რეალურად, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პაპუაშვილისგან მან მიიღო ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ის პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებმაც, მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას გაუგებარი შეფასებებით გამოეხმაურნენ.

,,მინდა, საზოგადოებას გავუზიარო ის, რომ საკონსტიტუციო თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები, რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ იყო გაუგებარი.

როდესაც თანამდებობის პირი აცხადებს, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება. ბუნებრივია, უნდა იყოს მცდელობა ამ საქმეში დეტალურად გარკვევის.
მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები, თავისთავად, გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, ისეთს როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, თავისთავად ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე.’’, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ის არ გააოცა, რადგან ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წვერთან მიმართებაშიც განხორციელდა.

,,სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით გარკვეული ზეწოლის მცდელობა, ეს იყო იმიტაცია რეალურად. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის’’, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი