პოლიტიკა
ჩემს ჩამოსვლამდე საზღვარი გაამაგრეს და მავთულხლართები დააყენეს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ის არ დაბრუნდეს უკრაინაში. სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მავთუხლართები დააყენეს და მობილიზებულია ჯავშანტექნიკა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა.
„უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე. საზღვარი გაამაგრეს, საზღვარზე ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დააყენეს. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან. პირველად ხდება ასეთი რამ ისტორიაში. ეს აჩვენებს მხოლოდ ერთ რაღაცას - მათ ჩემი ძალიან ეშინიათ“, -თქვა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად კოპენჰაგენში იმყოფება.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად დაზარალდება, თუ მას ქვეყანაში არ შეუშვებს.
„გაუჭირდებათ არშეშვება და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. ამიტომ, დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი - შესვლა, დაბრუნება, ბოლომდე მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა“, - თქვა სააკაშვილმა.
26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიუხედავად ამისა, ის უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს პოლონეთის მხრიდან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

