უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ოქტომბერი, 2016 12:50
font-size

ჩემს კარიერაში პოლიტიკური შემადგენლობა მინიმალურია - ზაზა თავაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, ის სერიოზულად ვერ აღიქვამს ბრალდებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სურვილის გამტარებელი იქნება.

ამის შესახებ თავაძემ, სააგენტო Sova News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თავაძეს არასწორად მიაჩნია თანამდებობის პირების დაყოფა „ჩემიანებად“ და „ სხვისიანებად“.

მისივე თქმით, მას ისეთ ადამიანად ახასიათებენ, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამიტომ, სთავაზობს ოპონენტებს მისი შეფასება მის მიერ გაკეთებული საქმეებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდეს.

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მე პოლიტიკოსი არ ვარ, და არასდროს ვყოფილვარ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებულ პირი ვარ - აპრიორი არასწორია. ჩემს კარიერაში პოლიტიკური შემადგენლობა მინიმალურია“,-აღნიშნა თავაძემ.
ე.წ გახმაურებულ საქმეებზე საუბრისას სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ბანალურად მარტივია.

მისი თქმით, არსებობს ვადები რომლებიც კანონით არის განსაზღვრული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ხვდება, რუსთავი2-თან დაკავშირებული ხმაური - პრევენციული ზომებია.

„ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯის შელახვა ვითარებას მხოლოდ დაამძიმებს: შეუქმნის ნეგატიურ ფონს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს“,-აღნიშნა თავაძემ.

ე.წ კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას კი ზაზა თავაძე ამბობს, რომ ეს სუბიექტურად ანგაჟირებული საკითხებია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე მართლმსაჯულების არჩევითობაზე საუბრობს, და აღნიშნავს, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რით არის სხვა საქმეები ამ ორ საქმეზე ნაკლებად მნიშვნელოვანი?! როგორ მოვიქცეთ ის საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც სასამართლოში კაბელების საქმისა და უგულავას საქმეზე ადრე შემოვიდა. თაროზე შემოვდოთ, შემდეგისთვის გადავდოთ? ამიტომ, ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“,-განმარტა ზაზა თავაძემ.

მონიკა დავლიანიძე

„ხელისუფლება იჭერს, დრო - ასამართლებს!“

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სტრასბურგის სასამართლოზე ირაკლი ბათიაშვილის გამარჯვებას ეხმიანება და ამავე დროს იხსენებს მის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ პერიოდს და დეტალებს, როცა ისინი ორგანიზაცია „

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის - გიგა ბოკერია

11 ოქტომბერი, 2019 , 16:45

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, – ამის შესახებ &bdq

არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად - გიორგი გახარია

10 ოქტომბერი, 2019 , 15:25

არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ

შალვა თადუმაძის თქმით, მან არ იცის ვინ დაწერა `დიდოსტატის მარჯვენა` (ვიდეო)

9 ოქტომბერი, 2019 , 14:43

გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს, რომელსაც პარლამეტში უსმენენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა". გოცირიძ

“თუ ქართულ კინო კლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, `ქართული ოცნების` რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი, მოსამართლე”

9 ოქტომბერი, 2019 , 14:25

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, მმართველი პარტიის მთავარი ფასეულობა პიროვნული ერთგულებაა და არა პროფესიული კომპეტენცია. დოლიძის განმარტებით, მიუღებელია უწყებებს უდიპლომო ადამიანები

ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი - ოთო კახიძე თეა წულუკიანს პასუხობს

8 ოქტომბერი, 2019 , 16:50

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს. "თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის - გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, ტკე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

“გავრილოვის ღამის” საქმის მთავარი ფიგურანტის შიშველი სიმართლე - ნიკა მელია პოლიტიკური კულუარების დღემდე უცნობ ისტორიებით