უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 თებერვალი, 2019 17:12
font-size

ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი facebook-ის საშუალებით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიმართავს, რომელიც მისი თქმით, ნეპოტიზმზე სიუჟეტს ამზადებს.

“რამდენიმე წუთის წინ ჩემთან მოვიდა რუსთავის 2-ის ჟურნალისტი, რომელიც სიუჟეტს აკეთებს ნეპოტიზმზე და რომელმაც კითხვა დამისვა ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით.

ჩემი მეუღლე გიორგი 2015 წლიდან მუშაობს “შპს. აეროპორტების გაერთიანებაში” ანუ იმ დროიდან, როდესაც მე არათუ პოლიტიკში არ ვიყავი, არამედ ამერიკაში ვსწავლობდი და ვიყავი სტუდენტი.

2015 წლიდან გიორგი აშენებს აეროპორტებს, ამჯერად ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს და მთელი სულით და გულით ეკიდება თავის საქმეს. მანამდე მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მთელი ოჯახი ვამაყობთ მისი მუშაობით და ზუსტად ვიცით, რომ ისევე კარგად გააკეთებს თავის საქმეს, როგორც ყოველთვის აკეთებდა. ამასთან, ბევრ შემოთავაზებაზე უარი სწორედ ჩემს გამო თქვა, არასწორი შეფასებები რომ არ მოყოლოდა მის სხვა პოზიციებზე ყოფნას.

რ2-ს კი მინდა ვუთხრა ნეპოტიზმი და პრობლემა იქ ეძებეთ, სადაც არის, ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა.

ველოდები რუსთავი2- როგორ ჰორორს წარმოაჩენს, მაინტერესებს ფანტაზია სადამდე მივა”,-დაწერა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი