უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 იანვარი, 2017 12:00
font-size

ჩემს პოლიტიკურ ნეიტრალობაზე, ზოგიერთი ტელეარხი დაჟინებით აპელირებს, არ ვაპირებ თავის დაცვას - ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტური გრძელდება.

სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს მეორე ტურში გასული 5 კანდიდატიდან ორს - ვასილ მაღლაფერიძეს და ნინო ზაუტაშვილს მოუსმენენ.

ამ წუთებში საბჭოს წინაშე საკუთარი კონცეფციით ვასილ მაღლაფერიძე გამოდის.

ვასილ მაღლაფერიძემ მანამდე მედიის კითხვებს უპასუხა. კერძოდ, კითხვაზე, იქნება თუ არა იგი პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ „ამ თემაზე მუდმივად ზოგიერთი მედიასაშუალება აპელირებს“.

„საზოგადოების ნაწილი, ალბათ, ასე აღიქვამს, იმიტომ, რომ რამდენიმე მედიასაშუალება განუწყვეტლივ, დაჟინებით აპელირებს ამ თემაზე. არ ვაპირებ თავის დაცვას. თუ ასეთი შეკითხვა იქნება, მე საბჭოს ჩემს პოზიციას მოვახსენებ. ყველა ჩემი ნაბიჯი იქნება ღია. მე მზად ვარ შემდგომში ვისაუბრო ამაზე“,-აღნიშნა მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამეურვეო საბჭოს წინაშე საკუთარი კონცეფციით, გენერალური დირექტორობის სამი კანდიდატი: ზაალ ანჯაფარიძე, თინათინ ბერძენიშვილი, და ნათია კუპრაშვილი წარსდგა.

ხვალ კი, სამეურვეო საბჭოს წევრები სხდომას გამართავენ, რომელზეც ხუთივე კანდიდატს კენჭს უყრიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერლური დირექტორი გახდება ის კანდიდატი, რომელიც სულ მცირე, 5 ხმას დააგროვებს.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

2 აპრილი, 2020 , 11:10

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის