უკან

კონფლიქტის ზონა

9 ოქტომბერი, 2018 17:05
font-size

ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე? - მაია ოთინაშვილი გატაცებაზე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მისი თქმით, თავდაპირველად ის გადაიყვანე რუსულ ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში.

„თვალები მქონდა ახვეული. აქედან გადამიყვანეს, თავიანთ ბაზაზე, რუსების ბაზაზე. იქ ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე, მერე ცხინვალში წამიყვანეს“, -თქვა ოთინაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგორის ე.წ.-მა რაიონულმა სასამართლომ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით შეუფარდა.

„ძირითადად არაფერს არ მეკითხებოდნენ, კარგად არ მესმოდა რუსული, მომიტანდნენ ფურცელს და მოვუწერდი ხელს და მიჰქონდათ. მიდიოდნენ-მოდიოდნენ. მერე ვიყავი, „გობედეს“ ეძახდნენ, იზოლატორში, 4 დღე ვიყავი იქ, მეხუთე დღეს „სუდი“ მქონდა, მერე ერთთვიანი შემიფარდეს და მერე ციხეზე ვიყავი ამ დღემდე. 6 თვე არ უნდა ჩაიდინო იგივეო. ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე?“, - თქვა ოთინაშვილმა.

მაია ოთინაშვილის დედის, გალინა ქელეხსაევას თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„დღეს ჩემი შვილი მეორედ დაიბადა და თავის შვილებს ჯანმრთელი დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნერვიულობა გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ბოლო კეთილია, რომ დაბრუნდა თავის შვილებთან. კარგი ფიზიკური მდგომარეობაა, ნორმალურადაა“, - განაცხადა მაია ოთინაშვილის დედამ.

37 წლის მაია ოთინაშვილმა უკანონო პატიმრობაში 11 დღე გაატარა.

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები