უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
კომენტარი


ჩემსა და გუბაზ სანიკიძეს შორის მოლაპარაკება „ფორუმის“ „ოცნებაში“ ყოფნის დროს არ მიმდინარეობდა - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გუბაზ სანიკიძესთამ პოლიტიკური მოლაპარაკებები, „ეროვნული ფორუმის“ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში არ მიმდინარეობდა.
როგორც ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განმარტა, იგი გუბაზ სანიკიძეს და მის ოჯახს მრავალი წლის განმავლობაში იცნობს, თუმცა ეს ნაცნობობა პოლიტიკურად აქტიურ ხასიათს ხშირად არ ატარებდა.
„იმ დროს, როდესაც „ფორუმი“ „ოცნებაში“ იყო, არანაირი კულუარული მოლაპარაკებები არ ყოფილა. გუბაზი არ აწარმოებს კულუარულ და ზურგს უკან მოლაპარაკებებს, ისევე როგორც მე. ეს მოლაპარაკებები დაიწყო სულ მოკლე პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდის გააქტიურების შემდეგ. მაშინ ჩვენ გვინდოდა ერთიანი ოპოზიციური სპექტრი შექმნილიყო, თუმცა ეს არ მოხერხდა და ნამდვილად ეს კარგი არ იყო. მაგრამ განსაკუთრებით ეს კონსულტაციები გააქტიურდა არჩევნების შემდეგ. იმიტომ, რომ გუბაზ სანიკიძეს ისევე როგორც მე მიმაჩნია, რომ ახლა გაჩუმების დრო არ არის, პასიურ ოპოზიციაში ყოფნის დრო არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიც არის ჩვენი, უნდა გაძლიერდეს“,-აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსის შემოერთება, როგორიც არის გუბაზ სანიკიძე, ძალიან პოზიტიური იქნება მისი პარტიისთვის და გუნდისთვის.
დღეს, გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ ცოტა ხნის წინ „ეროვნული ფორუმიდან“ წასული გუბაზ სანიკიძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25