უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 იანვარი, 2020 12:35
font-size

ჩემთვის ბურჯანაძე არ არსებობს, ჩემთვის არსებობს რუსული რადიკალური ვექტორი - თაკო ჩარკვიანი

ბურჯანაძესთან ერთად სიაში ყოფნას არ ვაპირებ. იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს და ბრძოლა ღირებულებების გარეშე არაფრად არ მიმაჩნია. დამისახელეთ მოგებული ბრძოლა პრინციპების და ღირებულებების გარეშე. ეს ქულები და კვოტები და რაღაცები, ზუსტად ეგაა, რაც გვღუპავს, - ამის შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანი განაცხადა.

„როგორც კი გადავა ახალი წლის დღეები, ჩვენ დავაყენებთ ჩვენს იდეას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-თან. პროპორციულის მოთხოვნის გარდა მე არ მესმის, რაზე უნდა ველაპარაკო პოლიტიკოსს, რომელიც ცოტა ხნის წინ შვილს ელაპარაკებოდა, რომ 500 კაცი რომ დაიღუპოს, არაფერი არ არის ასეთი ვითარების დროს და მერე „გრუ“-ს ჯარებს ელაპარაკონო.

8 წელი გავიდა და გაიტანოს ის ჩანაწერი ექსპერტიზაზე. თუ ფული არ აქვს, მე მივცემ, ოღონდ გაიტანოს ეს ჩანაწერი ექსპერტიზაზე. ვინმემ ასეთი ჩანაწერი რომ დამიდოს, თავს მოვიკლავდი და დავამტკიცებდი, თუ ეს სიმართლე არ არის. ქალს გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა.

ჩემთვის ბურჯანაძე არ არსებობს, ჩემთვის არსებობს რუსული რადიკალური ვექტორი. ესენი არიან რუსული რადიკალური ვექტორის მომხრეები. თორემ, როდესაც მოვა კოალიციური ხელისუფლება, ის დაელაპარაკება ოკუპანტს, ოღონდ ეს მოხდება გამჭვირვალედ, ხალხის ლეგიტიმაციით და საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

თუ ჩვენ წყალგამყოფი არ გავაკეთეთ რუსულ ვექტორთან, პუტინი ყოველთვის შეძლებს სიტუაციის არევას, როგორი კარგი, პროდასავლური და ძლიერი ხელისუფლებაც არ უნდა გვყავდეს სამომავლოდ. ღმერთმა არ ქნას, რაღაც დანაშაული თუ მოხდება, იმას გაახუთმაგებს. მოხდა დანაშაული სააკაშვილის დროს ციხის ამბების გამო? მერე დადგეს რაღაც კადრები ბედუკაძის მეშვეობით. მე კი არ უარვყოფ, რომ რაღაც დანაშაულები იყო, მაგრამ ბედუკაძესაც ხომ ვერ უარყოფს ვინმე?! ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავადგეთ იმ გზას, რომელსაც დაადგა ბალტიისპირეთი.

ვნახოთ, არჩევნებისთვის როგორ გადავლაგდებით. ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებ. „ძალა ერთობაშია“-ს ფორმატში უნდა დავსხდეთ და იქ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მერე გავახმოვანებთ. გიგი უგულავამ დააყენა თავისი იდეა, ჩვენ ჩვენსას დავაყენებთ და შეჯერდება კომპრომისული გადაწყვეტილება,“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა

13 აპრილი, 2021 , 15:40

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად