უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ივლისი, 2018 16:05
font-size

ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარაში, სადაც კონსულტაციები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებთან.

მარგველაშვილი კიდევ გამოეხმაურა პრემიერის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხს და აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები ისმის ზურაბ პატარაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ერთნაირად გამოხატეს აღშფოთებაც და შეშფოთებაც პოლიტიკიდან პრემიერ-მინისტრის და შემდეგ რეგიონის ხელმძღვანელის ასე წასვლის თაობაზე. შინაარსი რაშია? ოპოზიცურ პარტიებს შეიძლება ძალიან არ მოსწონდათ და არ იყვნენ მათი მხარდამჭერები, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო.

ასე რომ, ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაურეკა თუ არა გიორგი კვირიკაშვილს, რის საპასუხოდაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრემიერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზების თაობაზე არა მისი, არამედ საზოგადოების ინფორმირება.

„მე ამას არ განვიხილავ კერძო ჭრილში. ჩემი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი