უკან

პოლიტიკა

21 მაისი, 2018 14:00
font-size

ჩემთვის ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი - იუსტიციის საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ესაა სერიოზული განაცხადი, რომლის საპასუხოდ რეფორმა უნდა გატარდეს.

„ეს არის მეორე დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. პირველი გახლავთ ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც საუბარი არის ასევე იმ მმართველობასა და გავლენებზე, რომელიც შიდა სისტემაშია სასამართლოში. ამ დოკუმენტში ასევე არის საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე.

ჩემთვის ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, როდესაც საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლობა ასეთ მითითებას უკეთებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ხელისუფლებას, რადგან რეფორმები თუ არ განხორციელდა, შედეგი არ გვექნება. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ ამასთან დაკავშირებით განწყობილი, ვინაიდან სისტემაში რჩებიან ის ადამიანები და ძალაუფლება რჩება სწორედ იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მართავენ სასამართლოს“, – თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმების ე.წ. მეოთხე ტალღა აშშ-ის მიერ ჩამოთვლილ სტანდარტებს ითვალისწიენბს.

„ზუსტად იმ სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად სრულყოფილი კანონმდებლობა, როგორც პასუხისმგებლობის საფუძვლების დაკონკრეტება-დაზუსტების კუთხით, ასევე პროცედურის გაუმჯობესება-დახვეწის კუთხით. გუშინდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო და შეიძლება ითქვას, ყველა პრონციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ალბათ, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი შეძლებს მიიღოს დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი ახალი კანონი“, – თქვა გვრიტიშვილმა.

აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში ურჩია ადგილობრივ მთავრობას, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის არასამაღლებლად მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს პარლამენტის ძალისხმევას, უზრუნველყოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებასა და არაფორმალურ მმართველობას. იმისათვის რომ ამაღლდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო უნდა განსაზღვრავდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშავოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას“, - წერია განცხადებაში.

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი