უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2021 14:42
font-size

ჩემთვის გახარია, კობახიძე, მათი ძმანი და დანი ერთი და იგივე არიან, ყველა ეს ადამიანი დამნაშავეა – გიორგი ვაშაძე

ჩემთვის გახარია, კობახიძე, მათი ძმანი და დანი ერთი და იგივე არიან. ყველა ეს ადამიანი დამნაშავეა, რომ საგარეო ვალი არის 33 მილიარდ 400 მილიონი, უმუშევრობა გაზრდილიაასი ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„გუშინ რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივი ჭორიკნობაა და მეტი არაფერი. ჭორაობა, რაღაც თემების შეთხზვა ხდება. გამახსენდა, გიორგი კვირიკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ როგორ დააბრალა, რომ ბავშვები მშიერი რომ არიან, მისი ბრალიაო. იმის შემდეგ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ბავშვია მშიერი. ახლა გახარიას აბრალებენ იმ უბედურებებს, რაც ქვეყანაში ხდება. ოღონდ, ორივე დამნაშავე არიან. ეკონომიკური თვალსაზრისით კორონავირუსის დროს რა დანაშაულებებს ჩადიოდა გახარია, ამას პირდაპირ ვამბობდით. ქვეყანაში რაც ხდებოდა, ამის თანაავტორია კობახიძე, გახარია და რაც მთავარია ბიძინა ივანიშვილი. თუ ასეთი არაგუნდური, მოღალატე, არაპროფესიონალი და ცუდი გახარია, პრემიერად რატომ დააწინაურეს? ამბობენ, მენეჯერიც არ იყო და პრემიერად რატომ გადაიყვანეს? რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა? მართლა, ნამუსი გააქვთ? – კობახიძეს მივმართავ.

კრიმინოგენური ვითარება გააუარესა, დაგვამშია, გაგვაუბედურა და ხალხს რას ერჩოდით? სპეცოპერაციებს რომ გეგმავდა, გვეშინოდაო, გადაიყვანეს პრემიერად და ჩააბარეს სპეცოპერაციები და ეკონომიკაც და ამის არ ეშინოდათ? როცა პანდემიის დროს გახარიას ვუსმენდი, შიშის ზარი მცემდა. რამდენი არასწორი ქმედება აქვს ჩადენილი, შეგიძლიათ, ჩემი მიმართვები ამოიღოთ. ეკონომიკა ამ მდგომარეობაში რომ არის, ეს კობახიძის ბრალია მასთან ერთად. ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ გარე ფაქტორად წარმომიდგა თვალწინ რომ გახარია იყო რუსეთის მოქალაქე და მაშინ, გარე ფაქტორი რუსეთიდან მოდიოდა, ე.ი. ალბათ პუტინმა დარეკა, შეიძლება, თავად დარეკვა არც იკადრა და „ქართულ ოცნებასთან“ ვიღაცას დაარეკინა და უთხრა, ჩემი ბიჭი პრემიერად დამინიშნეთო. აბა, სხვას ვის უნდა დაერეკა? ზუსტად ვიცი, ამ საკითხზე ტრამპი არ დარეკავდა, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი