უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 სექტემბერი, 2019 16:05
font-size

ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა - ნათია თურნავა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა, რაც 2018 წლის წლიური სტატისტიკის შედეგმაც დაადასტურა. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმემ, ქართველმა ინვესტორმა, მიუხედავად გარკვეული შიდაპოლიტიკური გამოწვევებისა, ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2019 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა, 2019 წელს ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელის მომზადება.

„საუბარია 3,5 მლრდ. ლარის ინვესტიციაზე ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. ეს არის რეალური პროექტები, რომელთა განხორციელებაც წელს მალე დაიწყება ან უკვე დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში. მათ შორის, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკაში „ნამახვანიჰესი“, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება და დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასეთი პროექტია ქუთაისში, სადაც რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაც დაწყებულია და ა.შ. აღნიშნული ინვესტიცია 2020 წლის სტატისტიკაში აისახება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის კურსი დღეს

25 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 25 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო – 3.1879 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7823 ლარი. 24 იანვარის ოფიციალური კუ

ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება

23 იანვარი, 2020 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება, ევრო – 3.2005 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7899 ლარი. 23 ია

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

23 იანვარი, 2020 , 17:40

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დ

`ბორჯომი ლიკანი` ვერ გაიყიდა

23 იანვარი, 2020 , 17:25

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

23 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთ

კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`