უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სხვადასხვა
„CHEVROLET NIVA“–ს პრეზენტაცია და ტესტდრაივი გაიმართა 28.06.2012 15:15

26–27 ივნისს ავტომანქანა „Chevrolet Niva“–ს პრეზენტაცია და ტესტდრაივი გაიმართა, რომლის მარშრუტიც იყო თბილისი–ბაკურიანი–თბილისი. ღონისძიება „ომეგა–2"–ის და „ჯენერალ მოტორს–ავტოვაზის“ ერთობლივი ორგანიზებით კორპორატიული კლიენტებისა და ჟურნალისტებისათვის მოეწყო.

სტუმრებს ავტომობილი „ომეგა–მოტორსის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა პაატა ჩხეიძემ, „ჯენერალ მოტორს–ავტოვაზის“ გენერალურმა დირექტორმა ჯეფრი გლოვერმა, ინჟინერინგის მენეჯერმა მიხეილ ბოგროვმა და კომპანიების სხვა წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

ღონისძიების მონაწილეებმა ახალი ავტომობილებით 26 ივნისს სვეტიცხოველი, უფლისციხე, ბაკურიანი, 27 ივნისს კი უკვე შემოვლითი, რთული, არაასფალტირებული გზებით ტაბაწყური და ფარავნის ტბის მიდამოები მოიარეს. როგორც ბაკურიანში, სასტუმრო „ვერე პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ჩხეიძემ აღნიშნა, საქართველოში „ნივა“ საკმაოდ ცნობილი ბრენდი იყო და თავის დროზე კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტესტდრაივის შემდეგ „შევროლეტ–ნივა“ საყვარელი მანქანა გახდება მათთვის, რომლებიც ბიზნესს რეგიონებში ავითარებენ და რთულად მისასვლელ ადგილებში სიარული ხშირად უხდებათ.

„ქართველებისათვის “ნივა“ კვლავაც საყვარელი მანქანა გახდება, მით უმეტეს, ექსტრემი და მთაში აგარაკებზე სიარული ძალიან გვიტაცებს. ასეთი მანქანა ბაზარზე უნდა დაბრუნდეს. იმედია, ეს ტესტდრაივი ამის წინაპირობას შექმნის“, –– განაცხადა პაატა ჩხეიძემ.

ჯეფრი გლოვერმა „შევროლეტის“ ბრენდის ისტორიაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ჯენერალ–მოტორსი“ ორ ბრენდს აერთიანებს: „შევროლეს“ და „კადილაკს“. „შევროლეტის“ ბრენდი ხარისხისა და ფასისი შერწყმის ბრენდია, რის მისაღწევადაც კომპანიამ გრძელი გზა განვლო. მუდმივი განახლება და განვითარება კომპანიის სტრატეგიაა. რაც შეეხება „შევროლეტ–ნივას“, მისი მთავარი ღირსებები გამძლეობა და ხელმისაწვდომობაა. ისეთ მთიან, რთულად მისასვლელ ადგილებში, როგორებიც საქართველოშია, ეს ავტომობილი განსაკუთრებით მოსახერხებელია. „ჩვენი ავტომნანქანები მეტად გამძლეა. გარანტიის გაცემის მაჩვენებელი 70 პროცენტით შევამცირეთ. კომპანია ავტომანქანის შემდგომ დახვეწას განაგრძობს. ახალი თაობის “ნივა“ ბაზარზე მალე გამოვა. მომავალი თვისთვის, ალბათ, მის ძრავაზე მუშაობის დასრულებას შევძლებთ. ასევე სრულდება მუშაობა სიჩქარის გადაცემის კოლოფზე. სულ ავტომანქანის გამოშვების მაჩვენებლის გაზრდა 120 000 ცალამდე იგეგმება. „ჯენერალ მოტორსი“ „შევროლეტ–ნივას“ 2 წელიწადში კიდევ უფრო დახვეწს“, –– განაცხადა ჯეფრი გლოვერმა.

როგორც მიხეილ ბოგროვმა განაცხადა, ავტომანქანის სრულყოფისათვის მუშაობა 3 მიმართულებით ტარდება: ხარისხისა და დიზაინის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების დანერგვა.

მისი თქმით, 2001 წლის 27 ივნისს ჯენერალ მოტორსის, ავტოვაზისა და რეკოსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის წარმომადგენლებმა ერთობლივი ჩარჩო შეთანხმება გააფრომეს, რომლის საფუძველზეც საერთო საწარმო ჩამოყალიბდა. 2002 წლის 23 სექტემბერს მან პირველი „ჩჰევროლეტ Nივა“ გამოუშვა. კომფორტულმა და უსაფრთხო რუსულმა ჯიპმა მალე მოახერხა ავტომანქანების მოყვარულების გულის მოგება.

2009 წლის მარტში საერთო საწარმომ „CEVROLET NIVA“- ს განახლება წამოიწყო. საინჟინრო განახლება დაახლოებით 60 ავტომანქანას ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩაუტარდა. 2010 წლის მაისში საერთო საწარმომ ავტომანქანის გაუმჯობესებული დიზაინის შექმნა, 2011 წლის 2 აგვისტოს კი Chevrolet Niva-ს მოდელების GLS-ისა და GLC-ის გამოშვება დაიწყო, რომელიც ანტიბლოკირების სისტემით, უსაფრთხოების ბალიშებითა და კოგნიტური უსაფრთხოების სისტემით არის აღჭურვილი. უსაფრთხოების სისტემის შემოწმების შემდგომ „CHEVROLET NIVA“-მ დიდი პოპულარობა ჰპოვა რუსეთში, შვედეთში, გერმანიასა და ესპანეთში.

როგორც მიხეილ ბოგროვმა „მედინიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ავტომანქანა კონკურენტუნარიანი და კომფორტულია და კარგი განვლადობა აქვს. „არ გვრცხვენია იმის გამო, რასაც ვაწარმოებთ“, – დასძინა მიხეილ ბოგროვმა. ორდღიანმა ტესტდრაივმა წარმატებით ჩაიარა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეთათვის ვიქტორინაც გაიმართა. სწორი პასუხების ავტორებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. ღონისძიებამ სტუმრებიცა და მონაწილეებიც კმაყოფილები დატოვა.