უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 ივნისი, 2018 12:45
font-size

ჭიათურაში 2 ახალგაზრდა, რომლებიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობას აპროტესტებენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭიათურაში მე-15-ე დღეა სამი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გასაპროტესტებლად შიმშილობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, ბექა ჭუმბურიძის ძმის, დავით ჭუმბურიძის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

„გუშინ ორი ახალგაზრდა გადავიყვანეთ საავადმყოფოში. მდგომარეობა მძიმეა, წუხელ დავტოვეთ საავადმყოფოში ექიმების კატეგორიული მოთხოვნის გამო, მაგრამ დღეს ისევ აპირებენ მივიდნენ პოლიციის შენობასთან. პროტესტი გრძელდება და დროა უკვე შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა, რომელშიც განმარტებულია პროტესტის მიზეზი. აქედან ირკვევა, რომ 26 მაისს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის უფროსის მოადგილემ მიხეილ გიგაურმა და უბნის ინსპექტორმა ვეფხვია შეყილაძემ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებს პროვოკაცია მოუწყვეს, რომელსაც მხარეებს შორის დაძაბულობა მოჰყვა. ამის შედეგად 9 ადამიანი პოლიციაში გადაიყვანეს, აქედან ერთს, თემურ გოშაძეს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. აღნიშნული ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

„მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაეჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2 დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ -ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.

გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი“, -წერია პეტიციაში.

როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჭიათურაში შსს-ის თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი