უახლესი ამბები
- 20.02.2019 15:40საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი
- 20.02.2019 15:40რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება
- 20.02.2019 15:29საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
- 20.02.2019 15:15თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე
- 20.02.2019 14:002019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში
- 20.02.2019 14:00პარლამენტი ღიაა როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკისათვის - ირაკლი კოვზანაძე
- 20.02.2019 14:002018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი
- 20.02.2019 13:50საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
- 20.02.2019 13:50თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს - მაია ცქიტიშვილი
- 20.02.2019 13:502019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მაია ცქიტიშვილი
არქივი
რეგიონები

ჭიათურაში ახალგაზრდები პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობას აპროტესტებენ - ერთ-ერთი აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჭიათურაში უკვე მეორე კვირაა სამი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის ძალადობას აპროტესტებს. ისინი მოითხოვენ ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გათავისუფლებას.
4 დღის წინ მოშიმშილეებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. „ლიბერალის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით დამძიმდა აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბექა ჭუმბურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ნიუპოსტის“ ცნობით კი, დახმარება დასჭირდა პროტესტის კიდევ ერთ მონაწილეს, პეტრე ივანოვს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა, რომელშიც განმარტებულია პროტესტის მიზეზი. აქედან ირკვევა, რომ 26 მაისს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის უფროსის მოადგილემ მიხეილ გიგაურმა და უბნის ინსპექტორმა ვეფხვია შეყილაძემ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებს პროვოკაცია მოუწყვეს, რომელსაც მხარეებს შორის დაძაბულობა მოჰყვა. ამის შედეგად 9 ადამიანი პოლიციაში გადაიყვანეს, აქედან ერთს, თემურ გოშაძეს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. აღნიშნული ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
„მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაეჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.
სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2 დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ -ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.
გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.
მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა
გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი“, -წერია პეტიციაში.

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი
20 თებერვალი, 2019 , 14:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა - მაია ცქიტიშვილი
20 თებერვალი, 2019 , 13:50
ალექსანდრე მოწერელია ,,EUSR“-ის პოლიციასთან ურთიერთობის ახალ ოფიცერს შეხვდა
20 თებერვალი, 2019 , 13:20

რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
19 თებერვალი, 2019 , 13:05

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება
18 თებერვალი, 2019 , 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია აამოქმედა
18 თებერვალი, 2019 , 14:00