უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 16:55
font-size

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვედრასთან დაკავშირებით.

გიორგაძის განცხადებით, ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში. რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან, იგი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

12 ძეგლის წინასწარი ნუსხა ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგა; ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება.

ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი - იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.

ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ დაფუძნდა 2013 წლის იანვარში, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის - ევროპა ნოსტრას მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან - ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან - ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს, ევროპა ნოსტრას პროგრამაში „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი”, ევროპა ნოსტრას საქართველოს წარმომადგენელმა - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა; ამავე პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, საპატრიარქოს, ასევე, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები.

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში დროებით ლეგალურ დასაქმებას შეძლებენ

22 აგვისტო, 2019 , 12:30

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა

თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება იყო

22 აგვისტო, 2019 , 11:05

მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ სადგურამდე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განაცხადეს, დღეს დილით მეტროს პირველ ხაზზე მატარებელი მხოლოდ ნაწილობრივ მოძრაო

„ფორსაჟის“ გადაღების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება

22 აგვისტო, 2019 , 10:55

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის, „ფორსაჟის“ გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსად

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 აგვისტო, 2019 , 10:35

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 ს

„კახი კალაძე მილანიდან თმაშეჭრილი დაბრუნდა“

21 აგვისტო, 2019 , 19:05

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იმ 18-პუნქტიან ჩამონთვალს აქვეყნებს ფეისბუქში, რაც „რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო ვერ თქვა. „ის, რაც ვერ თქვა რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო:1

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ - საგარეო უწყება

21 აგვისტო, 2019 , 17:25

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს