უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 იანვარი, 2020 16:15
font-size

ჩინეთიდან ე.წ კორონა ვირუსების ჩვენთან შემოტანის რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები. ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ნათია ფანჯიკიძის და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

21 თებერვალი, 2020 , 20:40

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურ

`მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები` - ფინანსური განათლების პროგრამა აგრომეწარმეებისათვის

21 თებერვალი, 2020 , 18:43

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილ

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 თებერვალი, 2020 , 18:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება - „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

21 თებერვალი, 2020 , 17:50

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ

ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2020 , 17:40

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინ

რამდენია სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

21 თებერვალი, 2020 , 17:20

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`