უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 მაისი, 2017 18:47
font-size

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს

JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს, - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co“ (Anhui Jianghuai Automobile Co) ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო ჩინეთის ანჰოის პროვინციაში მდებარეობს და ელექტრომობილების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკასაც უშვებს.

„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში - სრული წარმოების ამოქმედება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან, ან ცინთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, არამედ მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც შეხვედრაზე, ასევე შესთავაზა JAC-ის ხელმძღვანელობას საქართველოს, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი სატრანზიტო გზის გამოყენება პროდუქციის ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოში რეგიონული ფილიალის დაფუძნება, მსოფლიოს სხვა ავტოკონცერნების მსგავსად, საქართველოში და ბიზნესის საქართველოდან წარმოება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, დაათვალიერა „JAC Motors“-ის საამწყობო საწარმო და გაეცნო კომპანიის პროდუქციას, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიის ელექტრომობილებს, სამგზავრო და სატვირთო ავტოტექნიკას, რომლებიც იყიდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

შეხვედრას „JAC“-ის ოფისში, ასევე, დაესწრნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

16 იანვარი, 2019 , 17:44

2019 წლის 16 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 იანვარი, 2019 , 17:39

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება - ნათია თურნავა

16 იანვარი, 2019 , 15:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება, თუმცა, ეს ტარიფზე არ აისახება. ეს განცხადება ნათია თურნავამ &bdquo

გუდაურში ფრენების განხორციელების ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ს მიენიჭა

16 იანვარი, 2019 , 13:49

გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებას კიდევ ერთი უცხოური კომპანია განახორციელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „HTM Helicopter Travel Munich

თბილისის მერია მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს

16 იანვარი, 2019 , 13:13

კამპანიის „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა

საქართველოს ელჩი ვაჭრობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 13:04

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან ვაჭრობის საკითხებში, შიანა მენდეზ ბერტოლოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`