უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 სექტემბერი, 2017 14:05
font-size

ჩინეთში გიორგი გახარიამ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა გახსნა

„მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში მონაწილეობით ვეცადეთ გადაგვედგა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა და ქართული ბიზნესი იყოს ინტეგრირებული ჩინურ კომპანიებთან, ჩინურ ეკონომიკასთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირდაპირ გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ბენეფიტები“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენის (China International Fair for Investment & Trade) გახსნის ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. გამოფენაში 120 ქართული კომპანია მონაწილეობს.

„ეს გამოფენა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ინვესტიციებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წელს მნიშვნელოვან თარიღებს აღვნიშნავთ ჩინეთთან მიმართებაში - ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მეორე: ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვართ წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი ქვეყანა და დღეს მოვაწერთ ხელს რამდენიმე მსხვილ კონტრაქტს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ჩინეთთან ვაჭრობის დინამიკა იზრდება და ჩინეთი გადმოდის უკვე პირველ ადგილებზე ექსპორტის ნაწილში. „სწორედ ასეთი გამოფენები უწყობენ ხელს იმ პროცესს, რომ ჩვენმა მეწარმეებმა ძალიან მოკლე ვადაში დაამყარონ კონტაქტები და დაიწყონ სწრაფად თავიანთი პროდუქციის რეალიზება. დღეს სტენდზე, რომელიც სხვათაშორის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი სტენდია, წარმოდგენილია 120 ქართული კომპანია სხვადასხვა სექტორებით - ესაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, მაღალი ტექნოლოგიები და ა.შ. სხვათაშორის, აქ წარმოდგენილნი არიან ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, როგორიც არის GITA, საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ვაჭრობის მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტრანზიტი, მომსახურება, მსუბუქი მრეწველობა,სწრაფად განვიტარდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს იმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გიორგი გახარიამ და ფუჯიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა გახსნეს.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იქნება როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა

20 თებერვალი, 2019 , 17:20

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. “ეროვნული ბანკი ახორციელებს საკრედიტო ზრდით გამოწვეული

ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 12:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი

ვენა - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

20 თებერვალი, 2019 , 12:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს. რეიტინგის მოთხ

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გა

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნ

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 , 14:10

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა. თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეად