ეკონომიკა


ჩინეთში საპარტნიორო ფონდისა და სავაჭრო - სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. ჩინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ასევე, საქართველოს სავაჭრო- სამრწეველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
როგორც მედიანიუსს საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო- სამრწეველო პალატის თანამშომლობით და ორგანიზებით ქალაქ გუანგჭოუში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის ცენტრში ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა. ცერემონიას საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლების გარდა საქართველოს კონსული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თორნიკე მგალობლიშვილი და ქალაქ გუანგჭოუს ჰუანგფუს ზონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარე ესწრებოდა.
„ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის ცენტრში საქართველოს ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაცნობის მიზნით ფორუმი გაიმართა, სადაც საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობა, სტრუქტურა და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. ფორუმზე სიტყვით წარსდგა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქ გუანგჭოუს ჰუანგფუს ზონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარემ ცენგ კუოიუმ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასევე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა გრიგოლ ბაიბურთმა. გუანგჭოუ გუანგდუნის პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც დღესდღეობით ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების ცენტრს წარმოადგენს.
ქალაქ გუანგჭოუში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის წევრებსა და ჩინეთის მსხვილ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა შედგა ჩინეთის მძიმე მრეწველობაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მხარეებმა უჟანგავი ლითონის გამოყენებით საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფონდის დელეგაციამ მაღალტექნოლოგიური მიკრო სქემების წარმოაბის ქარხანა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ქარხნის მენეჯმენტთან.
საკვანძო სიტყვები:

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
23 იანვარი, 2021 , 12:22

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
21 იანვარი, 2021 , 12:35