უკან

ეკონომიკა

22 ოქტომბერი, 2019 13:00
font-size

ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნიკალურია - გიორგი გახარია

„საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიც არის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მაღალ ჩქაროსნულ ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციები. ასევე აღსანიშნავია, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს შავი ზღვისპირეთში. ჩვენი ნავსადგურები, როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თვალსაზრისით,” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გავუსვა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვის მნიშვნელობას, ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.

„მოგეხსენებათ, ეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, ერთის მხრივ, ჩინეთთან, მეორეს მხრივ, ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური - დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნების განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. აქედან საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისა და ტრანს-ანატოლიური მილსადენის განვითარებას, რომელსაც „ენერგიის აბრეშუმის გზადაც“ მოიხსენიებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ფორუმის მსვლელობისას სხვადასხვა პანელებზე იქნება საუბარი.

„21-ე საუკუნე აღიარებულია, როგორც ციფრული ერა და შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით განვითარება უკვე მნიშვნელოვნად ახდენს მსოფლიოს ტრანსფორმაციას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

თუმცა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული გამოწვევებიც და რისკები, თუნდაც კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებების, კონფიდენციალურობის და თუნდაც სამუშაო ადგილების რაოდენობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია აღიშნულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი