უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 ნოემბერი, 2019 13:35
font-size

ჩინური კომპანიები აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ინვესტორებს ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა სთავაზობს - ნათია თურნავა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანათდანადგარების ასოციაციას შეხვდა. აღნიშნული ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო გაერთიანებაა, რომელიც რამდენიმე ათას ჩინურ კომპანიას აერთიანებს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.

„ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანადანადგარების ასოციაციასთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთი ახალი საწარმოს შექმნის შესახებ გამოითქვა მზადყოფნა. ეს საწარმოები საქართველოში მანქანა-დანადგარების წარმოება-აწყობით დაკავდებიან და ექსპორტს მოახდენენ როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საუბარია ისეთ ინვესტიციებზე, რომელიც პირველ რიგში, დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ინდუსტრიული სექტორი, მძიმე მრეწველობა ასაქმებს საკმაოდ ბევრ ადამიანს.

„შეხვედრაზე ასოციაციას ავუხსენით, მხარდაჭერის რა მექანიზმები გაგვაჩნია, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, დამატებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნაზე ვისაუბროთ, თუ კიდევ მსხვილი ინვესტიციები წამოვა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე. გვიხარია, რომ შედგა კონკრეტული საუბარი და რამდენიმე კომპანია მზად არის, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოში წარმოების გადმოტანასა და ახალი წარმოებების აწყობაზე, ვინაიდან აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს სთავაზობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა - ეროვნული ბანკი

16 ნოემბერი, 2019 , 15:20

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოს

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმ

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურება დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შ

ქართული გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-ში გაიყიდება

13 ნოემბერი, 2019 , 13:00

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა,  რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს. პირველი პარტიის გაგზავნა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 10 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი სამი პროცენტით შემცირდა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე