უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2016 14:25
font-size

ჩიორა, ძვირფასო, მახსოვს, არგუმენტებზე არგუმენტებით პასუხობდი - სერგო რატიანი

ნაციონალურ მოძრაობაში სერგო რატიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.

სერგო რატიანი თანაპარტიელის მისამართით სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს:

,,ჩემი მხიარული ცხოვრება გრძელდება. დღისით ქართულ ოცნებასთან ვარ დებატებში (გუშინ და გუშინწინ ბიუჯეტის განხილვა იყო პარლამენტში), საღამომდე პარტიული მეგობრები აგროვებენ …

მოკლედ, გუშინ ჩიორამ და მისმა მეუღლემ ახალი სტატუსები დადეს. ილო ნიკოლაიშვილმა მომიწოდა:
„გათავისუფლებული პარტიული ფუნქციონერები, რომლებმაც 7 ათას კაციან ყრილობას დაუჭირეს მხარი, თურმე აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ უხელფასოდ ემუშავათ, მაგრამ მაინც გაუშვით.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევითად დევნის ბრალდებისთვის ბოდიშს მოვიხდი, თუ:

გათავისუფლებულ ფუნქციონერებს თანამდებობებზე დააბრუნებთ.

(გათავისუფლების მიზეზად ფინანსების შემცირება დაასახელე, მაგრამ ხალხი მზადაა უფასოდ იმუშაოს...)“

თითქოს არ იცოდეს სიმართლე, მაგრამ მაინც განვმარტავ:

გოგა ონიანი არის ვაზისუბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აქვს რაიონისთვის განკუთვნილი თანხების განკარგვის სრული უფლებამოსილება.

გიორგი ბაბაკიშვილი — სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აქვს რაიონისთვის განკუთვნილი თანხების განკარგვის სრული უფლებამოსილება.

ზურა ცერცვაძე — საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აქვს რაიონისთვის განკუთვნილი თანხების განკარგვის სრული უფლებამოსილება.

გიორგი ხურცილავა არის გარდაბანის საკრებულოს წევრი.

კობა ხაბაზი — თავისუფალი ზონის ლიდერი. ზონის დაფინანსების საკითხებს თავად მოგიყვებათ.

ამიტომ განცხადება, რომ ეს ადამიანები ჩამოშორდნენ პარტიულ საქმიანობას, ან მათ შეეზღუდათ მოქმედების უფლება, ცოტა არ იყოს უცნაურია.

სიის ჩვენებასთან დაკავშირებით, გამოიარეთ ოფისში.

ჩიორა, ძვირფასო, მახსოვს, არგუმენტებზე არგუმენტებით პასუხობდი :)

P. S. ჭორების ირგვლივ ადამიანების კონსოლიდაცია საინტერესო სოციალური ექსპერიმენტია. გისურვებთ წარმატებას, ოღონდ გაითვალისწინეთ, თანამედროვე საქართველოში ამ მიმართულებით დიდოსტატი მაინც ბატონიბიძინია’’, - წერს სერგო რატიანი.

ნინო ექვთიმიშვილი

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს