უკან
საზოგადოება
8 ნოემბერი, 2016 11:50
ჩიქოვანის 30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩის N30-თან საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთი, ჩიქოვანის N34-სა და N36-ს შორის მდებარეობს, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი სკვერები მოაწყო, _ აცნობეს მედიანიუსს მერიიდან.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ შესაბამისი პროექტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა და სამუშაოებიც დაიწყო. კედლის მშენელობა უკვე დასრულებულია როგორც მდინარე ვერეს ხევის, ისე უშუალოდ ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან. კედლის პარალელურად, გაკეთდა კორპუსებთან ასასვლელი კიბე.
სამუშაოები კომპანია „ლაგომ“ შეასრულა და მისი ღირებულება 21 000 ლარია. ამავე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობა წელს სპორტულ მოედანს ააშენებს.