უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 ივლისი, 2020 12:55
font-size

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არის ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაკეთდება. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტები განვითარების სააგენტომ მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო.

10 დღეში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მინისტრის მოადგილე ტურიზმის მიმართულებით, შუახევის მერი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩირუხის მთა, შუახევში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის თავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.

გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ამის შესახ

“სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა” - გიორგი გახარია რაჭაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

7 აგვისტო, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

7 აგვისტო, 2020 , 14:30

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი

7 აგვისტო, 2020 , 11:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისუ

დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

5 აგვისტო, 2020 , 14:25

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე  სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

5 აგვისტო, 2020 , 11:35

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა. კომპანია მრავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე